დაბრუნების პოლიტიკა

ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

საქართველოს კანონის “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” მე-13 მუხლის შესაბამისად, დისტანციურად შეძენილი პროდუქცია მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მიზეზის მითითების გარეშე.

დაბრუნების პირობები:

  • პროდუქცია უნდა დაბრუნდეს ორიგინალურ მდგომარეობაში — გამოუყენებელი ან მხოლოდ ფუნქციური ტესტირების მიზნით გამოყენებული;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა აქსესუარი (დამტენი, ყუთი, საგარანტიო ტალონი, შესყიდვის დოკუმენტი);
  • მომხმარებელი ფარავს უკან გაგზავნის ხარჯებს;
  • დაბრუნების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს mylaptop.ge-ს 14 კალენდარული დღის განმავლობაში პროდუქციის მიღებიდან;
  • დაბრუნებული პროდუქცია უნდა მოგვეწოდოს შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

შემცირებული თანხის დაბრუნება შესაძლებელია, თუ:

  • პროდუქცია გამოყენებულია ფუნქციურობის შემოწმებაზე მეტად;
  • აღმოჩნდა მექანიკური დაზიანება, რომელიც პროდუქციის მიღების შემდეგ მოხდა;
  • აკლია აქსესუარები ან ორიგინალური შეფუთვა.

თანხის დაბრუნება მოხდება შემცირებული მოცულობით — შემცირების ოდენობა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულების შემცირების პროპორციულად.

თანხის დაბრუნების ვადა: პროდუქციის მიღებიდან და შემოწმებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

დაბრუნების ინიცირებისთვის დაგვიკავშირდით:


Scroll to Top