საგარანტიო ფურცელი
კომპანია „mylaptop.ge” მადლობას გიხდით რომ გვირჩევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაეცნოთ საგარანტიო მომსახურების პირობებს.
გარანტიის პირობები:
. ლეპტოპის გარანტიის ვადა 3 თვე,
. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.
. საგარანტიის პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
. საგარანტიო სერვისის მისაღებად გთხოვთ წარადგინოთ საგარანტიო ტალონი.
. საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
. გასულია საგარანტიო ვადა;
. საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი (დაკარგულია);
. საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
. მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური და მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
. დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
. დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება),
მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით.