საგარანტიო პირობები

MyLaptop.ge გმადლობთ რომ გვირჩევთ. წინამდებარე დოკუმენტი აღწერს თქვენი შესყიდვისთვის მოქმედი საგარანტიო მომსახურების სრულ პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

1. საგარანტიო ვადა

  • ლეპტოპი (სტანდარტული გარანტია): 12 თვე
  • ლეპტოპის ბატარეა: 1 თვე

საგარანტიო ვადა იანგარიშება პროდუქტის გაყიდვის თარიღიდან, რომელიც ფიქსირდება საგარანტიო ტალონზე (საგარანტიო ტალონი № WR-XXXX), რომელიც გადმოგეცემათ შესყიდვასთან ერთად.

2. რას ფარავს გარანტია

  • მწარმოებლის დეფექტები ნორმალური მოხმარების პირობებში
  • მწარმოებლის შეცდომით გამოწვეული ტექნიკური დეფექტები
  • დეფექტური პროდუქტის უსასყიდლო შეკეთება სერვის ცენტრში

3. გარანტია არ ვრცელდება

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:

  • მექანიკური დაზიანება (დარტყმა, ვარდნა, ბზარი, ფიზიკური დაზიანება)
  • სითხის ჩაღვრით გამოწვეული დაზიანება
  • ელექტროქსელის რხევებით ან ძაბვის ცვლილებით გამოწვეული დაზიანება
  • ვირუსების, მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ან არალიცენზირებული პროგრამების მიერ გამოწვეული პრობლემები
  • არაავტორიზებულ (გარეშე) სერვის ცენტრებში ჩატარებული შეკეთება ან მოდიფიკაცია
  • საგარანტიო ლუქის (პლომბის) დაზიანება ან მოცილება
  • სერიული ნომრის წაშლა ან ცვლილება
  • ექსპლუატაციის წესების დარღვევა (გადახურება, არასწორი დატენვა, შეუსაბამო გარემო)
  • შენახვის პირობების დარღვევით გამოწვეული დაზიანება
  • მწარმოებლის დასაშვებ ფარგლებში მკვდარი პიქსელები
  • შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ან საგარანტიო ტალონის არ ქონის შემთხვევაში.

4. საგარანტიო მომსახურებისთვის საჭიროა

სერვის ცენტრში პროდუქტის წარდგენისას უნდა წარმოადგინოთ:

  1. საგარანტიო ტალონი (საგარანტიო ტალონი № WR-XXXX) — გადმოგეცემათ შესყიდვასთან ერთად

პროდუქტი წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • სრული კომპლექტაციით (ადაპტერი, კაბელი, აქსესუარები)
  • მექანიკური დაზიანების გარეშე
  • სასურველია ორიგინალურ შეფუთვაში

5. შეკეთების პროცედურა

  1. წინასწარი ვიზუალური შემოწმება ხდება ადგილზე სერვის ცენტრში პროდუქტის მიღებისთანავე. ამ შემოწმების შემდეგ პრეტენზია არ მიიღება.
  2. დიაგნოსტიკა სავალდებულოა. მომხმარებელი ვალდებულია ნივთი დატოვოს დიაგნოსტიკისთვის — წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურება არ გაეწევა.
  3. შეკეთების ვადა:
    • სტანდარტული: 3–14 სამუშაო დღე
    • მაქსიმუმი (სპეციალური დეტალების შემოტანის შემთხვევაში): 30 სამუშაო დღემდე
  4. შეტყობინება: მომხმარებელს პროდუქტის მზადყოფნის შესახებ ეცნობება ტელეფონით ან ელფოსტით.

6. კანონისმიერი გარანტია

კომერციული გარანტიის გარდა, თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” დადგენილი უფლებებით. ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულ ვადაში თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა (შეკეთება), პროდუქტის შეცვლა, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა.

კანონის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: matsne.gov.ge

7. გარანტიის გეოგრაფიული მოქმედება

კომერციული გარანტია მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

8. სერვის ცენტრის კონტაქტი

მისამართი: ა. წერეთლის გამზ. 1, სავაჭრო ცენტრი „პანდა”, მაღაზია N52, თბილისი
ტელეფონი: +995 574 73 75 76
ელფოსტა: info@mylaptop.ge
სამუშაო საათები: ორშ–პარ 10:00–19:00 | შაბ–კვი 12:00–16:00

კომპანია: შპს „სანი” (ს/კ 439870980)

Scroll to Top