წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და მაილეპტოპს შორის დადებულ ორმხრივად მავალდებულებელ შეთანხმებას და არეგულირებს კლიენტის მიერ ვებგვერდის გამოყენებას.

მაილეპტოპის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე ელექტრონული ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დებულებებს.

  • მაილეპტოპის ვებგვერდით სარგებლობისთვის, მომხმარებელი ვალდებულია, დაეთანხმოს და დაიცვას წინამდებარე დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები;
  • პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია მომხმარებლისგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;
  • მაილეპტოპი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილებები, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე;

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:

  • ანგარიში – კლიენტის მიერ ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირებული პირადი ანგარიში;
  • ავტორიზაცია – პირად ანგარიშზე წვდომა და წინამდებარე წესებისა და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი ქმედება;
  • მაილეპტოპის ვებგვერდი – მაილეპტოპის ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებით მომხმარებელი ახორციელებს ნივთის ან მომსახურების შეკვეთას, რის შემდეგაც მაილეპტოპი უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას;
  • გამოყენების წესები – წინამდებარე წესები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა წესი და/ან პირობა, რომელიც არეგულირებს კლიენტის ვებგვერდზე წვდომასა და მის გამოყენებას;
  • კლიენტი/მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს შემოთავაზებული მომსახურება;
  • კომპანია – მაილეპტოპი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (შპს სანი, ს/კ 439870980, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N1 სავაჭრო ცენტრი პანდა მაღაზია N52);
  • მხარეები – კომპანია და მისი მომხმარებლები;
  • ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება;
  • უნივერსალური იდენტიფიკატორები – მაილეპტოპის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ მონაცემთა ერთობლიობა, მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია;
  • წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია;
  • ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და მაილეპტოპს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
  • გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა;
  • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაეცნო პირობებს და მისთვის არის მისაღები;
  • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
  • მომხმარებელი არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში;
  • მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული მაილეპტოპის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ;
  • იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • თანახმაა, მაილეპტოპმა მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური ინფორმაცია;
  • მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მაილეპტოპს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს აღნიშნულ განცხადებებთან;

ვებგვერდზე რეგისტრაციისა და გამოყენების პირობები

  • მაილეპტოპის ვებგვერდზე პირადი ანგარიშის გახსნისა და ონლაინ მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს მოცემულ წესებსა და პირობებს და დაეთანხმოს მათ;
  • მომხმარებელი ვალდებულია, უსაფრთხოდ შეინახოს პირად ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები და არ გადასცეს მესამე პირებს;
  • მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;
  • იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი პირადი ანგარიშის პაროლი იქნა მოპარული, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი და დაუკავშირდეს მაილეპტოპის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (ტელ: 995 574 73 75 76 ან ელ. ფოსტა: mylaptop.ge@gmail.com);
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება;

იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავსებს:

  • სახელი/გვარი
  • ელ. ფოსტის მისამართი
  • პაროლი
  • მისამართი, პირადი ნომერი და საკონტაქტო მონაცემები
  • მობილური ტელეფონის ნომერი

ვებგვერდზე გარკვეული ფუნქციონალის გამოყენებისას გამოვიყენებთ SMS კოდებით მომხმარებლის ანგარიშის ვალიდაციას SMS Office სერვისის საშუალებით.

ავტორიზაცია

  • ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
  • ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

მაილეპტოპის მიერ შეთავაზებული პროდუქტები

მოცემული ვებგვერდის საშუალებით მაილეპტოპი მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მაილეპტოპის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

  • ხელშეკრულება ძალაში რჩება მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე;
  • კლიენტის მიერ საფასურის სრულად და ჯეროვნად გადახდა წარმოადგენს მისი ფინანსური ვალდებულების შესრულებას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

  • წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
  • დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
  • მოლაპარაკებით ვერ მოხერხდა — სამართლებრივი გზით.

ერთიანი ხელშეკრულება

წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.


მიწოდების წესები და პირობები

მაილეპტოპი უზრუნველყოფს შეკვეთის შეუფერხებლად ჩაბარებას, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

  • სამანქანო გზა მიდის კორპუსთან ან სახლთან;
  • სადარბაზოში ან ეზოში გზა დაგებულია და უსაფრთხოა გადაადგილებისთვის;
  • კორპუსში ლიფტი მუშაობს და შესაძლებელია მისი გამოყენება;
  • კიბის საფეხურები არ არის დაზიანებული და აქვს მოაჯირი;
  • სადარბაზოსა თუ ეზოში არის გადასაადგილებელი სივრცე.

ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ეთანხმება და გაცნობიერებული აქვს შემდეგი პირობები: შეძენილი პროდუქცია არ ბრუნდება! საგარანტიო ტალონში მოცემული პირობების შესაბამისად.


საგარანტიო პირობები ფიზიკური პირებისთვის

კომპანია „mylaptop.ge” მადლობას გიხდით რომ გვირჩევთ.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაეცნოთ საგარანტიო მომსახურების პირობებს.

საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.
გარანტია ვრცელდება საწარმოო/ტექნიკურ დეფექტებზე, ნორმალური მოხმარების პირობებში.
სტანდარტული გარანტია: 12 თვე.
ბატარეის გარანტია: 1 თვე.

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი;
  • საქონლის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა კომერციული მიზნებისათვის;
  • დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;
  • წუნი გამოწვეულია შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით ან ძაბვის ცვლილებით;
  • წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ გამოყენებისა და შენახვის წესების დარღვევით;
  • წუნი გამოწვეულია არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
  • წუნი გამოწვეულია არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;
  • ტექნიკაზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები, შეფუთვა, ყუთი).

შენიშვნა: კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

გარანტიით სარგებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია

ნივთის შეკეთება ხორციელდება კომპანიის სერვისცენტრში. სერვისცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

კანონისმიერი და კომერციული გარანტიის საერთო დებულებები:

  1. სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო პირობები ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.
  2. იმ შემთხვევებში, თუ მომხმარებელი, სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში არ დატოვებს ნივთს შესამოწმებლად ან უარს იტყვის დიაგნოსტიკის მიზნით ნივთის გახსნაზე, საგარანტიო მომსახურებით ვერ ისარგებლებს.
  3. კანონისმიერი/კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

კანონისმიერი გარანტია

“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:

თუ საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოთ მოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 1 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

გამყიდველი ვალდებულია, შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა სერვისცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა — არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა.

*კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე

სერვისცენტრის მისამართი:

აკაკი წერეთელი N1 სავაჭრო ცენტრი პანდა, მაღაზია N52

Scroll to Top