კომპანია „mylaptop.ge” მადლობას გიხდით რომ გვირჩევთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ  დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები.

  გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაეცნოთ საგარანტიო მომსახურების პირობებს.

 გარანტიის ვადა:   3 თვე

 გარანტიის პირობები:

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.

 საგარანტიის  პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.

 საგარანტიო სერვისის მისაღებად  გთხოვთ წარადგინოთ საგარანტიო ტალონი.

საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს  კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:

გასულია საგარანტიო ვადა;

საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი (დაკარგულია);

საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;

მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური და მექანიკური დაზიანება/დეფექტი;

დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;

დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება),

მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის    ზემოქმედებით.

 ა.  წერეთლის 1,  სავაჭრო ცენტრი პანდა,მაღაზია 52.    ტელ:   574-73-75-76

Scroll to Top